დავით ნარმანია

პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციას დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავუზიაროთ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წარმატებული, ეფექტური მაგალითები!

ადგილობრივი თვითმმართველობის როლი მსოფლიოს წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების დაძლევაში და ამ როლის შესასრულებლად დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია! ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების სიძლიერე და ეფექტურობა ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას!

მერები არიან ის ლიდერები, რომლებმაც უნდა განახორციელონ ცვლილებები ადგილობრივ დონეზე და ეს ცვლილებები უნდა იყოს სასიკეთო თვითმმართველი ერთეულისთვის. გამომდინარე აქედან, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია!

სულ ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისკენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გამხდარიყო. ჩვენ შევქმენით, პრაქტიკულად,

ახალი რეალობა თვითმმართველობის სფეროში!

როგორც ქვეყანაში, ასევე დედაქალაქში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ სრულად შეიცვალა მიდგომები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, შემუშავდა ხარისხის სტანდარტები და გაიზადა მისი კონტროლის მექანიზმები, მეტი ყურადღება ეთმობა პრიორიტეტების დადგენასა და პროექტების შერჩევის მეთოდოლოგიას. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა გახდა ღია და გამჭვირვალე, ინფორმაცია კი – ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ გაიზარდა მოქალაქეთა ჩართულობის დონე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების