იანოშ ჰერმანი

ძალისხმევას უჭერს მხარს სხვადასხვა მეთოდების, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ მიზნის განხორციელების ერთ-ერთი გზა გახლავთ პირდაპირი მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ქალაქებისთვის, ინსტიტუტებისთვის; უკანასკნელ პერიოდში ჩვენ წამოვიწყეთ ისეთი პროგრამები, რომელიც გააძლიერებს ადგილობრივ თვითმმართველობას (მაგალითად, ოზურგეთის და რუსთავის რეგიონებში). ჩვენ გვსურს, წარმატებით გავაგრძელოთ ეს სამუშაო პროგრამა; უკვე დავინახეთ, თუ რა დამატებითი პროგრამები შეიძლება შეირჩეს, რათა განვაგრძოთ პირდაპირი თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

მეორე შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ადგილობრივი სტრუქტურების მხარდაჭერა უზრუნველვყოთ, არის სტრუქტურული რეფორმების წინ წამოწევა, ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება, რასაც აქტიურად ვახორციელებთ ასოცირების პროცესის ფართო კონტექსტში, და რაც, ჩემი პირადი აზრით, აქტიურად ეხმიანება იმას, რასაც უფრო ფართო ასოცირების ჩარჩო ჰქვია.

ევროკავშირი თავის ვალდებულებას  აღნიშნული თანამშრომლობა კვლავ დარჩება როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს დღის წესრიგის ცენტრში.

ნება მომეცით, დასკვნის სახით მოგახსენოთ შემდეგი – რასაც არ უნდა ვახორციელებდეთ ხელისუფლებასთან ერთად, ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ამაღლდეს ელექტროეფექტურობის საკითხი და საქართველო გახდეს უფრო მწვანე. საქართველომ უკვე მოაწერა ხელი მერთა შეთანხმებას, რამდენიმე ქალაქს (თბილისს, გორს, რუსთავს,ზუგდიდს და ა.შ.) უკვე დადებული აქვთ შეთანხმება ენერგოემისიის, ჰაერში გამოფრქვევის მოცულობის შემცირების შესახებ.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ევროკავშირი ძალიან არის დაინტერესებული ჩვენი დღევანდელი კონფერენციის წარმატებით. რა თქმა უნდა, არსებობს საუკეთესო პრაქტიკები და მნიშვნელოვანია მათზე აქცენტირება.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ჩვენი კონფერენცია იქნება სერიოზული წვლილი, შეტანილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაში ამ ძალიან მნიშვნელოვან სფეროში.