დავით ბაქრაძე

ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარე.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფიზიკოსის სპეციალობით და სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი სახელმწიფო მოხელის სპეციალობით. არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოში გადავიდა. 2004 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. იყო ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იყო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი. 2008 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. 2008 წლის ივნისიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2012 წლიდან არის პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი.