გუბაზ სანიკიძე

ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმის დამფუძნებელი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გუბაზ სანიკიძე დაიბადა 1967 წლის 2 თებერვალს, ქუთაისში.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1987-1988 წლებში იყო დამასკოს უნივერსიტეტის სტაჟიორი. მუშაობდა თსუ-ს აზია-აფრიკის ხალხთა ისტორიისა და ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრებზე. 1990 წლიდან იყო ქართველ „ტრადიციონალისტთა“ კავშირის წევრი, 1995 წლიდან კი ამავე პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. 1990 წელსი აირჩიეს საქართველოს უზენაისი საბჭოს დეპუტატად ამბროლაურის საარჩევნო ოლქიდან. 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის  წევრი, ფრაქცია „ტრადიციონალისტის” თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარე. 2006 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ დამფუძნებელი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ფლობს რუსულ და არაბულ ენებს.