ოთარ ნათიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი …

უპირველეს ყოვლისა, მივესალმები სამეცნიერო ჟურნალის „ქართული პოლიტიკა“ დაარსებას. სასიამოვნოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი აგრარული მიმართულება ჟურნალის ინტერესთა თვალსაწიერში მოექცა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამიწათმოქმედო საქმიანობის კულტურა და წესი ოდითგანვე გენეტიკურად იყო შერწყმული ჩვენი ხალხის ყოველდღიურ ყოფასთან. ცნობილი ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება უძველესი დროიდან უმთავრესი საზრუნავი იყო როგორც...
ვრცლად

გურამ ალექსიძე – პესტიციდების უსაფრთხო და რაციონალური გამოყენების…

სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს დიდ ზიანს აყენებს მავნე ორგანიზმები: მწერები, ტკიპები, ლოკოკინები, ნემატოდები, სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, მიკროპლაზმები, სარეველები და სხვა. მათ მიერ გამოწვეული დანაკარგები მინდვრის პირობებში აღწევს პოტენციური მოსავლიანობის 30-35%-ს, სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და პირველადი გადამუშავების პერიოდის ჩათვლით კი – 40-50%-ს. ამიტომ მავნე ორგანიზმებთან ბრძოლა სურსათის წარმოების ზრდის ერთ-ერთი მთავარი რეზერვია...
ვრცლად

გელა სამხარაული – საქართველოს აგრარული პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ისტორიის მანძილზე სოფლის მეურნეობა ყოველთვის იყო ეკონომიკის ტრადიციული და მნიშვნელოვანი დარგი. სოფლის მეურნეობაში შემონახულია ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობა: ქართული ხორბლის ენდემური ჯიშები, ცხოველთა აბორიგენული ჯიშები; ვაზის კულტურის ისტორია ხომ მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. დღესაც საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს სწორედ მეღვინეობა წარმოადგენს. ქართული ღვინის...
ვრცლად

ოთარ დანელია – სოფლის მეურნეობა – სახელმწიფო პრიორიტეტი

ქართველი ხალხის სოფლის მეურნეობაში ჩართულობა მრავალ ათეულ საუკუნეს ითვლის, ამიტომ საქართველო ოდითგანვე აგრარული ქვეყანა იყო და ასეა დღესაც. დროის მიხედვით განსხვავებულია დარგის წინაშე მდგომი ამოცანები და მათი გადაწყვეტის გზები. თანამედროვე ეტაპზე აგროსასურსათო სექტორის წინაშე მდგომ უმნიშვნელოვანეს ამოცანას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ტექნოლოგიების საფუძველზე განვითარება წარმოადგენს. 2013 წლიდან ახალმა ხელისუფლებამ...
ვრცლად

საყოველთაო ჯანდაცვა – მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნივერსალური ხელმისაწვდომობისაკენ

საკითხის მნიშვნელობა გლობალური ჯანმრთელობისათვის სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის საყოველთაო მოცვა გლობალური ჯანმრთელობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპები განისაზღვრება, როგორც ჯანმრთელობის ხელშეწყობის, პრევენციის, მკურნალობის, რეაბილიტაციის და პალიატიური სერვისების გამოყენების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში, ისე რომ მომსახურების მიღებამ არ გამოიწვიოს პაციენტის ფინანსური ტვირთის გაზრდა. იგი წარმოადგენს უკეთესი ჯანმრთელობის იმედს და სიღარიბისაგან დაცვის შესაძლებლობას ასობით მილიონი ადამიანისათვის,...
ვრცლად

საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობა

დემოგრაფიული პრობლემები აღიარებულია თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ ხუთ გლობალურ პრობლემათა შორის. ასეთ პრობლემებად მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს მიაჩნია: მშვიდობის შენარჩუნება; ყოფილ კოლონიებსა და დამოკიდებულ ქვეყნებში ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევა; კაცობრიობის უზრუნველყოფა ენერგიის წყაროებით; გარემოს დაცვა და დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ზრდა. მსოფლიო მოსახლეობის მაღალი ზრდის ტემპების ფონზე, საწინააღმდეგო ვითარებაა განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: კლებულობს მოსახლეობის...
ვრცლად