ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ სარედაქციო კოლეგიის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯიბლაძე დაიბადა ქალაქ თბილისში 1948 წლის 2 იანვარს. 1966 წლიდან სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია - ფსიქოლოგიის და დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტებზე. 1973 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრაზე უფროს ლაბორანტად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, კათედრის გამგის მოადგილედ. 1977 წელს დაინიშნა საქართველოს რესპულიკის განათლების სამინისტროს ახალგაზრდული პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო - მეთოდური ცენტრის დირექტორად. 1979 წლიდან ზურაბ ჯიბლაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საინფორმაციო ცენტრის განყოფილების გამგე და საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივი აზრის შესწავლის, ფორმირებისა და პროგნოზირების ცენტრის სწავლული მდივანია.
1986 წელს ზურაბ ჯიბლაძე დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის სექტორის გამგედ, ხოლო 1989 წლიდან ის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის (შემდგომში საქართველოს მთავრობის) სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრის უფროსია.
1995 წლიდან ზურაბ ჯიბლაძე საქართველოს პრსზიდენტის გამგებლობაში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებას ოფიციალურ გამოცემათა სამსახურს ხლმძღვანელობს და საქართველოს პრეზიდნტის ბიბლიოთეკის დირექტორია.
2007 წელს ზურაბ ჯიბლაძე კავკასიის დიდი ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის - ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის დირქტორად დაინიშნა.
ზურაბ ჯიბლაძე ფილოსოფიის (სოციოლოგიის განხრით) აკადემიური დოქტორია და წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია - ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ,,მართვის სოციოლოგიაში’’. მისი ხელმძღვანელობით მრავალი სოციალური კვლევა ჩატრდა სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად. ზურაბ ჯიბლაძე 20 - მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ორი მონგრაფიის ავტორია. პერიოდულად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და სხვა სახის სამეცნიერო შეკრებებში.
მისი უშუალო ინიციატივით შეიქმნა სახელმწიფო პროგრამის ,,საქართველო - მშვიდობიანი კავკასიისთვის’’ და ,,კავკასიელთა ძმობის მემორიალური კომპლექსის’’ პროექტები.
ეწვა საზოგადოებრივ საქმიანობას, ის ,,დავით სარჯიშვილის საქველმოქმედო ფონდისა’’ და ,,საერთაშორისო ფონდის წიგნი - მშვიდობის სამსხურში’’ ხელმძღვანელია.
ზურაბ ჯიბლაძე აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას ეწევა. მისი პროექტის ავტორობითა და მთავარი რედაქტორობით გამოიცა 100 - მდე საზოგადოებრივ - პოლიტიკური ხასიათის წიგნი, ბროშურა, ჟურნალი. 2012 წელს მისი წინადადებით დააფუძნდა სამეცნიერო ჟურნალი ,,ქართული პოლიტიკა’’, რომლის მთავარი რედაქტორის ფუნქციებს - თავად ასრულებს.
.


