თანამშრომლობა

+სახელმწიფო ორგანოებთან
ჟურნალში ავტორებად ვიწვევთ საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების იმ თანამშრომლებს, რომლებიც არა მარტო ფლობენ ინფორმაციას დარგში მიმდინარე პროცესებზე, არამედ შესწევთ უნარი განზოგადებული, ღრმა ანალიზისა და დასკვნების სახით წარუდგინონ საკუთარი ნააზრევი ფართო საზოგადოებრიობას.
+პოლიტიკურ პარტიებთან
ჟურნალის პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს გამოაქვეყნოს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ცნობილი მოღვაწეების მეცნიერული შეფასებები და ანალიტკური დასკვნები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
+არასამთავრობოებთან
ჟურნალი აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს სამეცნიერო პროფილის ასოციაციებთან, ფონდებთან, შემოქმედებით კავშირებთან და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან. პერმანენტულად წარმოაჩენს მათ მიერ მხარდაჭერილ უმნიშვნელოვანეს პროექტებს.
+უმაღლეს სასწავლებლებთან
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კონცენტრირებულია ქვეყნის ძირითადი სამეცნიერო პოტენციალი, როგორც სასწავლო პროცესში მონაწილე პროფესურის, ისე კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულ კვალიფიციურ მეცნიერთა სახით. ისინი ჟურნალის ,,ოქროს ფონდს’’ წარმოადგენენ.
+უცხოეთის ინსტიტუტებთან
საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტურად შეფასების საქმეში ფასდუდებელია უცხოელ მეცნიერთა კვლევის შედეგები. ,,გარედან’’ დანახული საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველისათვის.
+დიასპორასთან
ჟურნალის უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებას, მათ ერთიან ეროვნულ და სოციალურ - კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.

რედკოლეგიის წევრები უცხოეთიდან

  • thumb300_20110801023115141
    ნილ მაკფარლეინი
    ოქსფორდის უნივერსიტეტ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო...
  • CIMG0504
    ისა აბდულაევი
    Родился 12 апреля 1935 г. в сел....
  • dsc02a
    დავიდ ყოლბაია
    ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორი, ქართველი ისტორიკოსი. Share...
  • stiven jons_185x114
    სტივენ ჯონსი
    პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა...
  • icxak davidi185x114
    იცხაკ დავიდი
    ისტორიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის...
  • Eldar foto -2
    ელდარ ისმაილოვი
    პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი....
  • Joanna Ragulska185x114
    ჯოანა რაგულსკა
    რათგერსის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო...
  • kanta ibragimov185x114
    კანტა იბრაგიმოვი
    კანტა იბრაგიმოვი,ჩეჩნეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ჩეჩნეთის...
Share Button