კანტა იბრაგიმოვი,ჩეჩნეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, იბრაგიმოვის სახელობის, რუსული კომპლექსური მეცნიერების აკადემიის დირექტორის მოადგილე; ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახალხო მწერალი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, დაიბადა 1960 წლის 9 ივლის, გროზნოში. 1982 წელს დაამთავრა ჩეჩენ-ინგუშეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტი-ბუღალტერის სპეციალობით.
მსახურობდა საბჭოთა არმიაში.
სწავლობდა ასპირანტურაში და დოქტორანტურაში მოსკოვის ტიმარიაზევის სახელობის სასოფლო აკადემიაში, დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.
მოსკოვში და გროზნოში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა სამთავრობო და სამეცნიერო დაწესებულებებში.
აქვს ათობით სამეცნიერო და საგანმანათლებლო პუბლიკაცია, მათ შორის ხუთი მონოგრაფია (სამი თანაავტორობით) და ორი სახელმძღვანელო (თანამშრომლობით).
არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში.
რვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი : რომანი „განვლილი ომები“,”ჭაღარა კავკასია”,“ისტორიის მასწავლებელი”, “ბავშვთა სამყარო”, “აღმოსავლეთის ზღაპარი”, “პრობლემების სახლი”, “აურირა”, სამეცნიერო და ჟურნალისტური კვლევა – “აკადემიკოსი პეტრე ზახაროვი”.
დაოჯახებულია, ჰყავს შვიდი შვილი.