თანამშრომლობა

+სახელმწიფო ორგანოებთან
ჟურნალში ავტორებად ვიწვევთ საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების იმ თანამშრომლებს, რომლებიც არა მარტო ფლობენ  ინფორმაციას დარგში მიმდინარე პროცესებზე, არამედ შესწევთ უნარი განზოგადებული, ღრმა ანალიზისა და დასკვნების სახით წარუდგინონ საკუთარი ნააზრევი ფართო საზოგადოებრიობას.
+პოლიტიკურ პარტიებთან
ჟურნალის პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს გამოაქვეყნოს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ცნობილი მოღვაწეების მეცნიერული შეფასებები და ანალიტკური დასკვნები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
+არასამთავრობოებთან
ჟურნალი აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს სამეცნიერო პროფილის ასოციაციებთან, ფონდებთან, შემოქმედებით კავშირებთან და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან. პერმანენტულად წარმოაჩენს მათ მიერ მხარდაჭერილ უმნიშვნელოვანეს პროექტებს.
+უმაღლეს სასწავლებლებთან
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კონცენტრირებულია ქვეყნის ძირითადი სამეცნიერო პოტენციალი, როგორც სასწავლო პროცესში მონაწილე პროფესურის, ისე კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულ კვალიფიციურ მეცნიერთა სახით.  ისინი ჟურნალის ,,ოქროს ფონდს’’ წარმოადგენენ.
+უცხოეთის ინსტიტუტებთან
საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტურად შეფასების საქმეში ფასდუდებელია უცხოელ მეცნიერთა კვლევის შედეგები. ,,გარედან’’ დანახული საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველისათვის.
+დიასპორასთან
ჟურნალის უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ  თანამემამულეებში ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებას, მათ ერთიან ეროვნულ და სოციალურ – კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.

რედკოლეგიის წევრები უცხოეთიდან

  • ნილ მაკფარლეინი
    ოქსფორდის უნივერსიტეტ პროფესორი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო...
  • ისა აბდულაევი
    Родился  12 апреля 1935 г. в сел....
  • დავიდ ყოლბაია
    ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორი, ქართველი ისტორიკოსი....
  • სტივენ ჯონსი
    პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა...
  • იცხაკ დავიდი
    ისტორიის დოქტორი, პროფესორი,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის...
  • ელდარ ისმაილოვი
    პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი....
  • ჯოანა რაგულსკა
    რათგერსის უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საპატიო...
  • კანტა იბრაგიმოვი
    კანტა იბრაგიმოვი,ჩეჩნეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ჩეჩნეთის...