ჟურნალის მთავარი სარედაქციო საბჭო
ჟურნალის მთავარი სარედაქციო საბჭო, წარმოადგენს რა ჟურნალის ხელმძღვანელ ორგანოს: სარგებლობს სრული შემოქმედებითი თავისუფლებითა და სარედაქციო დამოუკიდებლობით; განსაზღვრავს ჟურნალის პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს; უზრუნველყოფს ჟურნალის სამეცნიერო და საორგანიზაციო ხელმძღვანელობას; ამტკიცებს ჟურნალის თემატურ გეგმას; უკვეთავს ავტორებს მიმოხილვითი ან პრობლემური ხასიათის წერილებს; პასუხს აგებს ჟურნალის სამეცნიერო შინაარსის ხარისხზე; იღწვის ჟურნალის მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის შექმნისთვის და ორიენტირებულია იმ კრიტერიუმებზე, რაც მოეთხოვება სამეცნიერო ტრადიციების მქონე აკადემიურ ჟურნალებს;
მთავარი სარედაქციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს ავტორთა მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ. სამეცნიერო კოლეგიის წევრები არიან: როინ მეტრეველი, ლევან ალექსიძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ჯონი ხეცურიანი, ვლადიმერ პაპავა, რამაზ ხუროძე, ლეო ჩიქავა, გურამ ლორთქიფანიძე, ლიანა მელიქიშვილი, ვაჟა შუბლაძე, ზაზა ალექსიძე.
ჟურნალის მთავარი რედაქტორი – სარედაქციო საბჭოს აღმასრულებელი მდივანია, იგი ხელმძღვანელობს და წარმართავს რედაქციის მიმდინარე საქმიანობას; წარმოადგენს რედაქციას დაკისრებული უფლებამოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია რედაქციაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; სარედაქციო კოლეგიის თანათავმჯდომარეებთან და წევრებთან ერთად განსაზღვრავს ჟურნალის პოლიტიკასა და მიმართულებას; ჟურნალის გამოსაცემად აყალიბებს სამუშაო გეგმას, რომელსაც წარუდგენს სარედაქციო კოლეგიას, ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს; მუშაობს ჟურნალის მაკეტზე, აკონტროლებს ჟურნალის სარედაქციო საქმიანობის პროცესს, ზრუნავს ჟურნალის გავრცელებასა და მის რეკლამაზე; აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლების ყველა სტრუქტურასთან, პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ორგანიზებას უწევს მათგან მოწოდებული შესაბამისი სამეცნიერო დონის მასალების ჟურნალში გამოქვეყნებას; უზრუნველყოფს ჟურნალის ვებ-გვერდის გამართულ საქმიანობას.