ეკონომიკური პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხები
ჟურნალის სპეციალური გამოცემა #01 2016
რედაქციისგან
ყველა სახელმწიფოს საკუთარი, უნიკალური ისტორია აქვს. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და გეოპოლიტიკური ვითარება, ერის ბუნება და კულტურულ-ისტორიული თავისებურებანი ყოველ ისტორიულ ეტაპზე შესატყვის სახელმწიფოებრივ პოლიტიკის გატარებას ითხოვს, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის მართვის საყოველთაოდ აღიარებულ პოსტულატებს ეფუძნება.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის სამიათასხუთასწლოვანი ისტორიის მანძილზე, როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორების ზეგავლენითა და ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით მეთოდურად ყალიბდებოდა ქვეყნის სახელმწიფოებრივი მართვის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ეროვნული, ქართული პოლიტიკა ჰქვია.
მეცნიერები და სპეციალისტები, პოლიტკოსები პერმანენტულად სწავლობენ ქვეყნის მიერ განვლილ ისტორიულ ეტაპებსა და დღევანდელობას, მსოფლიო გლობალიზაციის გავლენას თანამედროვე პოლიტკურ ვითარებაზე. მრავალი კონკრეტული კვლევა ჩატარდა და ტარდება ამ მიმართულებით, მაგრამ საკვლევი, განსაკუთრებით იმ დონის, რომლის შედეგებიც უთუოდ იქნება გასათვალისწინებელი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში – ჯერ კიდევ ძალზე ბევრია.
მისალმება
პატივცემულო მკითხველებო! მივესალმები სამეცნიერო ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ გამოცემას. მაკიაველი პოლიტიკას განსაზღვრავდა როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე. ვფიქრობთ, ამ თეზას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და მივიჩნევთ, რომ როგორც დღევანდელი
ვრცლადჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამეცნიერო ჟურნალის-„ქართული პოლიტიკის“ ნომრის პრეზენტაცია გამართა. დამსწრეთ სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და დამსწრეთ შობა-ახალი წელი მიულოცა: „დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ იმ აქტუალურ
ვრცლად
დავით ნარმანია
პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების...
იანოშ ჰერმანი
ძალისხმევას უჭერს მხარს სხვადასხვა მეთოდების, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ მიზნის განხორციელების ერთ-ერთი...
ნოდარ ჯავახიშვილი
2012 წელს, ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და...








