ჯორჯ ბუშითქვენ რთული ნაბიჯები გადადგით თქვენი ეკონომიკის რეფორმირებისა და კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლის საქმეში. თქვენ აშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც პატივს სცემენ უმცირესობათა უფლებებს, სადაც ყვავის თავისუფალი პრესა, სადაც მიესალმებიან ძლიერ ოპოზიციას და სადაც ერთობა მშვიდობის გზით მიიღწევა. ამ ახალ საქართველოში კანონის უზენაესობა იმეფებს და თავისუფლება ყოველი მოქალაქის უფლება იქნება.