ბოლო დროს ქართული პოლიტიკა მდარე და პროგნოზირებადი იყო. მოცემულობა იყო ის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარმატებით გაუძლო 2008 წლის ომის შტორმს, განამტკიცა “ნაციონალური მოძრაობის” ძალაუფლება ხელისუფლებაში და ოპოზიციის მარგინალიზაცია მოახდინა. რაც იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში 2012-13 წლებში ორი მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა რჩებოდა: პირველი, რამხელა უმრავლესობას მოიპოვებდა “ნაციონალურ მოძრაობა” და მეორე, შეეცდებოდა თუ არა სააკაშვილი იმ კონსტიტუციის გამოყენებას, რომელიც მან საგანგებოდ შეცვალა, რათა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეკავებინა მას შემდეგ, რაც მისი მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებოდა. ამ დროს გამოჩნდა ოლიგარქი. ბიძინა (ცნობილი ასევე როგორც ბორისი) ივანიშვილს სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ მთელი ქართული პოლიტიკური სცენა თავდაყირა დაეყენებინა.

თომას დე ვაალი