ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება მხოლოდ აქტუალური სტატიები, რომლებიც შეიცავენ მეცნიერული სიახლის ელემენტებს და გააჩნიათ პრაქტიკული მნიშვნელობა. ჟურნალი შეურიგებელი იქნება პლაგიატის ყოველგვარ გამოვლინებასთან. წახალისდება მასალის გადმოცემის მეცნიერული სტილი, ციტირების ობიექტურობა, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებრიობისთვის საინტერესო და მისაღები დონის მასალების წარმოჩენა.
გამოსაქვეყნებლად მიღებული ყველა მასალა რეცენზირდება. რეცენზირების პროცედურა ითვალისწინებს შემოქმედებით მუშაობას ჟურნალის სწავლულ ექსპერტებთან, რომლებიც აღიარებული სპეციალისტები არიან შესაბამისი თემატიკის ცოდნის სფეროში. ამასთან, ჟურნალი ითანამშრომლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა ფართო წრესთან. სტატია გამოსაქვეყნებლად მიიღება მხოლოდ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაზე სათანადოდ განხილვის შემდგომ. ნებისმიერ მკითხველს ან პოტენციურ ავტორს ექნება შესაძლებლობა მისთვის გაურკვეველ საკითხებზე განმარტების მისაღებად მიმართოს სარედაქციო კოლეგიის წევრს ან თანათავმჯდომარეს.