სტატიის წარმოდგენის წესი.

მოწოდებული სტატია (ჩაწერილი CD-ROM- ზე, ან გადმოგზავნილი ელ-ფოსტით) აკრეფილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ორი ინტერვალით, ზედა და ქვედა არეები – 20-20 მმ, გვერდითი არეები – 30-30 მმ.
შრიფტი Sylfaen, ტექსტი: Supply – Word, Word Perfect, RTF. ცხრილები და ნახაზები წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე ფაილად, ნახაზები უნდა შესრულდეს TIFF, EPS, მაღალი ხარისხის PDF, JPEG, ცხრილები: Word, Word Perfect, RTF.
სტატიის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 10 ნაბეჭდ გვერდს, ცხრილებისა და სურათების ჩათვლით.
სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს მთავარი რედაქტორის სახელზე გამოქვეყნების თხოვნით იმ ორგანიზაციიდან, სადაც შესრულებულია შრომა.  სტატია უნდა გაფორმდეს შემდეგი სახით: სტატიის სათაური; ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი; სამუშაო ადგილი, საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტა; რეზიუმე; საკვანძო სიტყვები; ტექსტი.
ტექსტის შემდეგ რეზიუმე ქართულ და  ინგლისურ ენაზე (გაფორმებული იმავე თანმიმდევრობით, როგორც ინგლისური ტექსტი), მოცულობა ორ გვერდამდე; დამოწმებული ლიტერატურის სია უნდა დალაგდეს ტექსტში ციტირების მიმდევრობის მიხედვით (ლიტერატურა ტექსტში აღნიშნული უნდა იყოს ციფრებით კვადრატულ ფრჩხილებში); ნახაზები და ცხრილები მოცემული უნდა იყოს ტექსტში, ფოტოები – მინიმუმ 600 დპი, სურათებს უნდა ახლდეს წარწერები;
სტატიის რედაქტირებული სახით გამოგვეყნებაზე ავტორმა უნდა განაცხადოს თანხმობა. მიღებული სატატიის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება. სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული.

 

.