ხარისხიანი სამეცნიერო გამოცემების წახალისება და პუბლიკაციებში სანიმუშო სამეცნიერო ეთიკის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

ჟურნალი მთლიანად უჭერს მხარს იმ ძირითად ეთიკურ მოთხოვნებს, რომელიც წაეყენება სამეცნიერო პუბლიკაციებს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების (COPE და სხვ.) მიერ. ეს მოთხოვნები აწესებენ ეთიკური ვალდებულებებისა და ქმედებების ძირითად ნორმებს ნებისმიერი პროფესიული სამეცნიერო თანამეგობრობისთვის (როგორც ერთმანეთის მიმართ, ისე ფართო საზოგადოებრიობისადმიც). ამასთან, საგამომცემლო პროცესის ყველა მონაწილე (რეცენზენტები, რედაქტორები) ორიენტირებული იქნებიან სამეცნიერო პუბლიკაციებში ეთიკის პრინციპების განუხრელად დაცვაზე მიუხედავად იმისა რა მდგომარეობა – ,,პოლიტიკური წონა’’ აქვს ან რა თანამდებობა უკავია სტატიის ავტორს.

ჟურნალი ორიენტირებულია უპირატესად იმ სამეცნიერო მასალებზე, რომლებიც არსად გამოქვეყნებულა (სტატიები, გამოკვლევათა შედეგები, ანგარიშები და ა.შ.) და ავტორის მიერ ჟურნალს გადაეცემა იმ პირობით, რომ მისი გაცნობა თავისუფალი, ხელმისაწვდომი  იქნება ყველა მკითხველისთვის.   ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალებზე დაცული იქნება ყველა მატერიალური თუ არამატერიალური საავტორო უფლება.

.