ლეო ჩიქავა | სოციალური პოლიტიკა

სოციალური პოლიტიკა ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება – სრულყოფისთვის მიმართულ ღონისძიებათა სისტემაა. იგი საზოგადოების ყოფაცხოვრებითი ხასიათის  უმნიშვნელოვანეს საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. მათ შორის აღსანიშნავია : მოსახლეობის ცხოვრების დონე; მთელი საზოგადოების მუდმივად მზარდ მატერიალურ და კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მხრივ არსებული მდგომარეობა; ეკოლოგიურად სუფთა გარემო; ბინით [საცხოვრისით] უზრუნველყოფა; სამედიცინო და საკურორტო მომსახურება; სოციალური დაცვა; სოციალური უზრუნველყოფა; საპენსიო სისტემა; ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებში არსებული გამოცდილება; განათლება; ფიზიკური კულტურა და სპორტი; დასაქმება   და უმუშევრობა; სიღარიბე და სოციალურ – ეკონომიკური უთანასწორობა; სამუშაო დღის ხანგრძლივობა; საარსებო მინიმუმი და რაციონალური სამომხმარებლო კალათა; თავისუფალი დრო; დემოგრაფიული კატეგორიები და კანონები; მოსახლეობის აღწარმოების ტენდენციები; სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; დემოგრაფიული დაბერება; დემოგრაფიული დატვირთვა და სხვ.

აი, არასრული ჩამონათვალი პრობლემებისა, უპირატესად რომლებზეც იქნება მსჯელობა ამ ჟურნალის სოციალური პოლიტიკისადმი მიძღვნილ რუბრიკაში.

ლეო ჩიქავა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი