როინ მეტრეველი | პოლიტიკური მეცნიერებები

საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელობა რამდენადმე განსაზღვრა მისმა გეორგაფიულმა მდებარეობამ :ზღვაზე გასასვლელმა (შავმა ზღვამ), საზღვრების დაცულმა კონფიგურაციამ და რაც მთავარია, გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ (სატრანზიტო გზები, მოსაზღვრე ქვეყნები, მათი ტრადიციები, კონფლიქტების პერსპექტივა).

წინამდებარე რუბრიკის ამოცანაა აჩვენოს ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის მიერ განვლილ გრძელ გზაზე (რომლის დროსაც იყო დიდი ომები, წარმატებები და წარუმატებლობები, სახელმწიფოს გაერთიანება-გაძლიერება და გარკვეულ პერიოდში დაშლა-დაქუცმაცება), რა ადგილი ეკავა  პოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს , დიპლომატიას.

დღეს მსოფლიო დიდი ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე ისტორიულ პროცესებს. მსოფლიოს გლობალური ძვრებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სტრუქტურების ცვლილების კონსტექსტში განსაკუთრებულად მკვეთრად შეიცვლება საქართველოსა და იმ სახელმწიფოთა  გეოპოლიტიკური და გეოსტრტეგიული მაჩვენებლები, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოცენდნენ. ამ მოვლენათა შეფასება შეიძლება მხოლოდ მსოფლიო ისტორიული პროცესის კონსტექსტში. ესაა ერთადერთი მიდგომა, რომელსაც შეუძლია მოგვცეს პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობათა ობიექტური სურათი. ვფიქრობთ , ყოველივე ეს რეაურ ასახვას ჰპოვებს ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სტატიებში.

როინ მეტრეველი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
აკადემიკოსი, პროფესორი