ელექტრონული ლიტერატურის გავრცელება

ელექტრონული წიგნის მომზადებით და გავრცელებით დაინტერესებულ პირებს რედაქციის თანამშრომლები სთავაზობენ ელექტრონული წიგნების დამზადებასა და ვებ – გვერდის შემუშავებას: იდეიდან ხორცშესხმამდე.
კარგად შედგენილი ვებ-რესურსი წარმოადგენს ინტერნეტში განთავსებული ლიტერატურის გაცნობისა და მისი რეალიზაციის საუკეთესო საშუალებას. ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ვებ-გვერდის ტექნიკური დავალების შედგენას, მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევას, საიტის სტრუქტურის შემუშავებას, ნავიგაციის შექმნას და დასრულებული სახით მის ინტერნეტში განთავსებას.

ელექტრონული გამოცემით დაინტერსებულთ ვთავაზობთ წიგნის მომზადებას კომპიუტერულ პროგრამა ფლეშში და მათ მზა პროდუქციის განთავსებას როგორც იტერნეტის გლობალურ ქსელში, ისე, მათ გავრცელებას პერსონალურად – ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტირჟის შეუზღუდავად.