დავით გურგენიძე

ჟურნალის ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე დაიბადა ქ. თბილისში, 1963 წლის 16 ოქტომბერს. 1981-1983 წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის ვ. ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ფაკულტეტზე, ხოლო 1983- 1987 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით. 1999-2001 წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში და მინიჭებული აქვს სამოქალაქო სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია.

2005 წლიდან ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატია; 2006 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი, 2019 წლიდან საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ხოლო, 2021 წლიდან საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსია;

სამუშაო გამოცდილება: 1993-1997 წ.წ. LT.D. D.I.V.A. გამგეობის თავმჯდომარეა (ქ. ვენა, ავსტრია); 1994-1997 წ.წ. ს.ს. „ზოდიაქო“-ს გამგეობის თავმჯდომარე (ქ. მოსკოვი); 1994- 1997 წ.წ. ფიზიკის თეორიული და ექსპერიმენტული ინსტიტუტის მეცნიერ- თანამშრომელია; 1997-1998 წ.წ. სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგის მოადგილე; 1997-2001 წ.წ. ს.ს. „მერკური – 92“, გენერალური დირექტორი (ქ. თბილისი); 1998-2001 წ.წ. სტუ-ის წარმოებისა და ბიზნესის ხელშემწყობი „TEMPUS TACIS“-ის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი; 2001-2003 წ.წ. სტუ-ის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე; 2002-2005 წ.წ. სტუ-ის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის მეცნიერ- თანამშრომელი; 2006-2007 წ.წ. სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, თბოტექნიკისა და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი; 2012-2013 წ.წ. სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი; 2013 წლიდან სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგებისა და შენობების საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის პროფესორი; 2013-2015 წ.წ. სტუ-ის სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; 2015-2017 წ.წ. სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას ასრულებდა, 2017-2020 წ.წ. იყო სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, ხოლო, 2020 წლიდან დღემდე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორია.

2001-2004 წ.წ. მუშაობდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ. დავით გურგენიძე 2019 წლიდან აკადემიკოს ი. ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორია (სომხეთის რესპუბლიკა); 2019 წლიდან საქართველოს დამსახურებული მშენებელი; 2020 წლიდან ბელოსტოკის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (პოლონეთის რესპუბლიკა); 2021 წლიდან უკრაინის ნაციონალური საავიაციო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; 2021 წლიდან სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ნაციონალური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.

მინიჭებული აქვს შემდეგი ჯილდოები: 2022 წ.- ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენი – "დამსახურება ლიეტუვისთვის" რაინდის ჯვარი, 2007 წ. – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის "ოქროს ფრთა" პრიზიორი, განსაკუთრებული საქველმოქმედო საქმიანობისათვის და კაცთმოყვარეობისათვის; 1999 წ. – ღირსების ორდენი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისათვის დავით გურგენიძე გამომგონებელია. 2022 წ. მიღებული აქვს პატენტი გამოგონებაზე – კალაპოტქვეშა წყალმიმღები ნაგებობა.

სრულად – გადასვლა სწავლულ ექსპერტთა რეესტრის გვერდზე