რამაზ ხეცურიანი

ჟურნალის სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიის და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხეცურიანი დაიბადა ქ. ცაგერში, 1949 წლის 14 მაისს.

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1973 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1978 წელს ამავე კათედრის ასისტენტი, 1985 წელს დოცენტი, 1990 წელს პროფესორი; 1991 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი, ხოლო 1992 წელს რექტორი; 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე; ავტორია 102 სამეცნიერო ნაშრომისა, ანტროპოლოგიისა და მონოგრაფიისა; გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელო კოლეჯის სტუდენტებისათვის – “ადამიანის ნორმალური ანატომია” (1993); მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო და ოთხი სადოქტორო დისერტაცია. მიღებული აქვს მილენიუმისა და ალბერტ შვეიცერის ოქროს მედალი, ოქსფორდის საერთაშორისო ღირსების ორდენი, საუკეთესო პიროვნების წოდება (1998).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართველ ახალშობილთა ფიზიკური განვითარების მაჩვენებლების დინამიკა აქსელერაციის და სხვა ფაქტორთა მოქმედების თვალსაზრისით"; სადოქტორო დისერტაციის თემა – "პლაცენტის მორფო–ფუნქციური თავისებურებები ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე და წინა სამშობიარო პერიოდში".

არის სხვადასხვა ორგანიზაციის და ასოციაციის წევრი. კერძოდ, იგი არის: იუნესკოს აკადემია, წევრი; მოსკოვის უმაღლესი სკოლის აკადემია, წევრი; მსოფლიო ბიოგრაფიული საზოგადოება, თანადირექტორი; ნიუ–იორკის სამედიცინო აკადემია, წევრი; პოლონეთის სახელმწიფო აკადემია, წევრი; საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი.

1998 წელს მიღებული აქვს ,,ღირსების ორდენი ’’სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა- განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვისთვის და საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

სრულად – გადასვლა სწავლულ ექსპერტთა რეესტრის გვერდზე