ჟურნალის კულტურისა და განათლების პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მთავარი სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვალერი ასათიანი დაიბადა ქ. ქუთაისში, 1950 წლის 15 ნოემბერს. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1972-1984 წწ. საქართველოს კომკავშირის და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სტუდენტი ახალგაზრდობის განყოფილების გამგე და კულტურის განყოფილების გამგის მოადგილეა; 1976-1977 წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სამმართველოს უფროსი, კოლეგიის წევრი; საქართველოს მწერალთა კავშირი მდივანი (1984); 1985-1990 წწ. საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი; 1992-1993 წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის მრჩეველი კულტურის საკითხებში; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი (1994); 1994-1995 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №61 ქუთაისის საარჩევნო ოლქიდან; 1995-2000 წწ. საქართველოს კულტურის მინისტრია;
პედაგოდიური მოღვაწეობა: 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელია; 2011-2019 წწ. საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან სკოლა-კომპლექსი "სადუნი"-ს პედაგოგი; 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი, საგანმანათლებლო პროგრამების ლექტორია.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა, მსოფლიო კულტურის ისტორია, ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული (კულტურული) ურთერთობები, თანამედროვე ქართული კულტურა.
დაჯილდოებულია ალბერტ შვაიცერის მშვიდობის საერთაშორისო მედლით (გერმანია, 2003), ჰომეროსის პრემიით (საბერძნეთი, 2016). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ჰომეროსი და ანტიკური მითოლოგია ძველ ქართულ მწერლობაში", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში", დაიცვა 1991 წელს. პროფესორია 1994 წლიდან.
2021 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად.
2022 წლიდან ვალერი ასათიანი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანია.
სრულად – გადასვლა სწავლულ ექსპერტთა რეესტრის გვერდზე