test

ჟურნალის პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს გამოაქვეყნოს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ცნობილი მოღვაწეების, სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და  სპეციალისტების სამეცნიერო სტატიები. ამ მიზნით  უზრუნველყოფს მეცნიერული კვლევის შედეგების, მიმოხილვითი სტატიების და სადისკუსიო მასალების გამოქვეყნებას ცოდნის ისეთ სფეროებში როგორიცაა: ქართული პოლიტიკის ისტორია, პოლიტიკური მეცნიერებები, პოლიტიკური რეფორმები, სახელმწიფო პოლიტიკისა და ქვეყნის ეფექტიანი მართვის საკითხები, საქართველოს გეოპოლიტიკა  და ა.შ..

ჟურნალი ხელს უწყობს ამ პრობლემათა მეცნიერული კვლევების აქტუალიზაციას, ამასთან, კვალიფიციურ დახმარებას უწევს  ყველა პირს, ვინც შემოქმედებითი ძიების პროცესში იმყოფება, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდა მკვლევარებს.

ჟურნალში ავტორებად ვიწვევთ საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების იმ თანამშრომლებს, რომლებიც არა მარტო ფლობენ  ინფორმაციას დარგში მიმდინარე პროცესებზე, არამედ შესწევთ უნარი განზოგადებული, ღრმა ანალიზისა და დასკვნების სახით წარუდგინონ საკუთარი ნააზრევი ფართო საზოგადოებრიობას.
ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სახელმწიფო მოხელეებს, კიდევ უფრო განივითარონ საქართველოსა და მსოფლიოში მიიმდინარე მოვლენებში სიღრმისეულად წვდომისა და მეცნიერულად განზოგადების უნარები, პერმანენტულიდ  იზრუნონ  კვალიფიკაციის ამაღლებაზე, იფიქრონ  წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან გრძელვადიან თანნამშრომლობაზე, სრულად და საჯაროდ გამოავლინონ საკუთარი მეცნიერული პოტენციალი.