ქართული პოლიტიკა
  • მთავარი
  • ჟურნალი
    • საბჭო
    • რედკოლეგია
    • წევრები უცხოეთიდან
    • შეკითხვები
    • გამოწერა
    • არქივი
  • გამოცემები
  • ევროპა
  • კავკასია
  • კვლევები
ქართული English Русский

მოკლე   ბიოგრაფია

მეძმარიაშვილი ელგუჯა, ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. დაიბადა 1946 წლის 17 აგვისტოს, ქ.ბათუმში.

1964-1969 წლებში დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრა. სამხედრო საინჟინრო ციკლის სამხედრო ხიდები და გზები. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: 1973-1990 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი, შემდგომ პროფესორი, სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე; 1991-2005 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამხედრო-საინჟინრო შეიარაღებისა და სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგე, პროფესორი; 1979-2006 წლებში საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; 1999-2002 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჯარების საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში; 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, სამხედრო-სამრეწველო ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და უმრავლესობის თემატური ლიდერი; 2000-2006 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი; 2006 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ; 2009 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

გამოქვეყნებული აქვს 252  სამეცნიერო ნაშრომი.

დაჯილდოებულია საქართველოს, საერთაშორისო,ყოფილი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო და საუწყებო ორდენებითა და მედლებით, მათ შორის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და ღირსების ორდენით. სულ მიღებული აქვს 17 ჯილდო. მინიჭებული აქვს – სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

არჩეულია ქალაქ მცხეთის საპატიო მოქალაქედ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ მიანიჭა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია.

ძიება

პრეზენტაციები

სამეცნიერო ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” აგრარული პოლიტიკის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილი ნომრის პრეზენტაცია პარლამენტში

სამეცნიერო ჟურნალის “ქართული პოლიტიკა” პრეზენტაცია პარლამენტში

სამეცნიერო კონფერენცია “სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში”

არქივი

  • ქართული პოლიტიკა #4 (2015)
  • ქართული პოლიტიკა #3 (2015)
  • ქართული პოლიტიკა #2 (2014)
  • ქართული პოლიტიკა #1 (2013)

პოლიტიკის ისტორიიდან

  • ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში
  • ახალი კავკასიელი
© 2025 ქართული პოლიტიკა.
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • გამოცემები
  • სკოლა
  • ინგანათლება
  • კითხვარი
  • კონტაქტი
  • ღონისძიებები