მოკლე ბიოგრაფია
ვლადიმერ პაპავა, ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დაიბადა 1955 წლის 25 მარტს, ქ.თბილიში.
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი, ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით, ეკონომისტმათემატიკოსის კვალიფიკაციით.
1977-1979 წლებში იყო პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1982-1991 წლებში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი, წამყვანი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 1990-1996 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1991-1996 წლებში პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1994-2000 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 2000-2001 წლებში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; 2001 წლიდან დღემდე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2003-2005 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაღედრის გამგე; 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი; 2008 წლიდან დღემდე პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელია.
გამოქვეყნებული აქვს 261 სამეცნიერო ნასრომი( მონოგრაფიები, წიგნები, სახელმძღვანელოები, ლიცენზიები, პატენტები).
1987 წელს მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია სახელმძღვანელოსათვის “სამრეწველო საწარმოს ორგანიზაცია, დაგეგმვა და მართვა” (გიორგი პაპავასთან ერთად); 2004 წელს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემია ნაშრომთა ციკლისათვის: მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები (იური ანანიაშვილთან, კლიმენტი აჩელაშვილთან, იაკობ მესხიასთან, ავთანდილ სილაგაძესთან და გიორგი წერეთელთან ერთად); 2008 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია.