ქართული პოლიტიკა
  • მთავარი
  • ჟურნალი
    • საბჭო
    • რედკოლეგია
    • წევრები უცხოეთიდან
    • შეკითხვები
    • გამოწერა
    • არქივი
  • გამოცემები
  • სკოლა
  • ინგანათლება
    • ინფორმალური პოლიტიკური განათლება
    • ინფორმალური ეკონომიკური განათლება
  • კითხვარი
ქართული English Русский

მოკლე   ბიოგრაფია

ზაზა ალექსიძე, ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დაიბადა 1935 წლის 18 ოქტომბერს ქ.თელავში.

1958-1968 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1968-1979 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1979 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე. დღევანდელი ნომენკლატურით აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 1986-1988 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (შეთავსებით), ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 1989-1991 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი; 1988-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი; 1995 წელს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი; 2002-2004 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, პრეზიდიუმის წევრი; 2006-2007 წლებში ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების გამგე; 2007 წლიდან დღემდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების გამგეა.

გამოქვეყნებული აქვს 152 სამეცნიერო ნაშრომი.

ძიება

პრეზენტაციები

სამეცნიერო ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” აგრარული პოლიტიკის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილი ნომრის პრეზენტაცია პარლამენტში

სამეცნიერო ჟურნალის “ქართული პოლიტიკა” პრეზენტაცია პარლამენტში

სამეცნიერო კონფერენცია “სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში”

არქივი

  • ქართული პოლიტიკა #4 (2015)
  • ქართული პოლიტიკა #3 (2015)
  • ქართული პოლიტიკა #2 (2014)
  • ქართული პოლიტიკა #1 (2013)

პოლიტიკის ისტორიიდან

  • ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში
  • ახალი კავკასიელი
© 2023 ქართული პოლიტიკა.
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • გამოცემები
  • სკოლა
  • ინგანათლება
  • კითხვარი
  • კონტაქტი
  • ღონისძიებები