ქართული პოლიტიკა
  • მთავარი
  • ჟურნალი
    • საბჭო
    • რედკოლეგია
    • წევრები უცხოეთიდან
    • შეკითხვები
    • გამოწერა
    • არქივი
  • გამოცემები
  • ევროპა
  • კავკასია
  • კვლევები
ქართული English Русский

 მოკლე   ბიოგრაფია

ავთანდილ სილაგაძე, ჟურნალის ,,ქართული პოლიტიკა’’ სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, კალიფორნიის (აშშ) მეცნიერებათა აკადემიის განათლებისა და ინდუსტრიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამეწარმეო საქმიანობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში. დაიბადა 1954 წლის 5 თებერვალს, ქ.ცაგერში.

1977  წელს დაამთავრა ივ. ჟავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1988 წელს ი.ჭავჭავაძის სახელობის თბილის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

მრავალი წლის მანძილზე, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: 1980-1981 წლებში მასწავლებლად; 1981-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის დოცენტად; 1981-1986 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ; 1986-1992 წლებში დეკანად; 1990-1994 წლებში პროფესორად. 1992  წელს იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, 1992-1998 წლებში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი; 1998-2006 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიისა და საერთაშორისო ეკონომიკის კათედრის გამგე (2004-2006); 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, 2008 წლიდან თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის სრული პროფესორია .

1996 წელს მიენიჭა ა.სმითის მედალი (ა.სმითის ინსტიტუტი, ლონდონი); 2001 წელს დაჯილდოვდა  ღირსების ორდენით;  2004 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი .

გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი.

ძიება

პრეზენტაციები

სამეცნიერო ჟურნალ “ქართული პოლიტიკის” აგრარული პოლიტიკის აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილი ნომრის პრეზენტაცია პარლამენტში

სამეცნიერო ჟურნალის “ქართული პოლიტიკა” პრეზენტაცია პარლამენტში

სამეცნიერო კონფერენცია “სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ამოცანები საქართველოში”

არქივი

  • ქართული პოლიტიკა #4 (2015)
  • ქართული პოლიტიკა #3 (2015)
  • ქართული პოლიტიკა #2 (2014)
  • ქართული პოლიტიკა #1 (2013)

პოლიტიკის ისტორიიდან

  • ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში
  • ახალი კავკასიელი
© 2025 ქართული პოლიტიკა.
  • მთავარი
  • ჟურნალი
  • გამოცემები
  • სკოლა
  • ინგანათლება
  • კითხვარი
  • კონტაქტი
  • ღონისძიებები