წინადადებები

ჟურნალის გამომცემელი ,,ოფიციალურ გამოცემათა სამსახური’’ 1989 წლიდან ეწევა საინფორმაციო – საგამომცემლო საქმიანობას.

სახელისუფლო სტრუქტურებთან, პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს შევთავაზოთ საგამომცემლო საქმიანობის სრული მომსახურება, აქტიურად დავეხმაროთ როგორც ოფიციალურ, ისე სამეცნიერო ტექსტებისა და მხატვრული ლიტერატურის თარგმნაში..

სიამოვნებით ვითანამშრომლებთ იმ ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან,

ვინც გადაწყვეტს თანამედროვე ელექტრონული ლიტერატურის გამოცემასა და გავრცელებას.
ჩვენი მაღალკვალიფიციური მხატვარ – დიზაინერები უზრუნველყოფენ ნებისმიერი დონის დიზაინერული პროექტის განხორციელებას..

ჟურნალი შესაძლებლობას გაძლევთ:

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში

პერსონალურად მიიღოთ ჩვენი გამოცემა. გაეცნოთ საფუძვლიან ანალიზს საქართველოს პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

დაამყაროთ ჩვენს მრავალათასიან მკითხველთან მჭიდრო და საქმიანი უკუკავშირები.

გაუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე.

ჩვენი გამოცემა მიღოთ  დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

გამომცემლობის სერვერი მოგემსახურებათ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში და მოგაწვდით თქვენთვის სასურველ ინფორმაციებს.

ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების გაცნობა შეგიძლიათ ნებისმიერ კომპიუტერზე.

ჟურნალის გვერდები ისეა დაკაბადონებული, რომ მისი წაკითხვა შეიძლება მოძველებული მოდელის მონიტორზეც.

 

გავრცელების სტრატეგია

ჟურნალი მკითხველს მიეწოდება პერსონალურად , ელ-ფოსტის მეშვეობით, ერთდროულად ის შეიძლება  50 ათას ხელმომწერს შორის გავრცელდეს.

გამოცემის ენა ქართულია, შემდგომში ჟურნალი ითარგმნება ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ჟურნალი ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთის  ქვეყნებში.
მიზნობრივი დანიშნულებით ვრცელება: ოფიციალური დაწესებულებებში (ქვეყნების პარლამენტები, სამთავრობო დაწესებულებები, თვითმმართველობის და ავტონომიური მმართველობის  ორგანოები, საელჩოები, წარმომადგენლობები და სხვ.) პოლიტიკური პარტიებსა და გაერთიანებებში, ქართულ სათვისტომოებში, უმაღლეს სასწავლებლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ელექტრონულ ბიბლიოთეკებში, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში .

ვრცლად